ეკონომიკა

ონლაინ-კაზინოებს ჯერ გადასახადები უნდა გაეზარდოს, მე-2 ეტაპზე აიკრძალოს – ღარიბაშვილი

22 ნოემბერი, 2021 • 7514
ონლაინ-კაზინოებს ჯერ გადასახადები უნდა გაეზარდოს, მე-2 ეტაპზე აიკრძალოს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი ხედვით, ონლაინ-კაზინოებს თავდაპირველად გადასახადები უნდა გაეზარდოთ, რეკლამა აიკრძალოს და 25 წლამდე პირებს თამაში აეკრძალოთ, მეორე ეტაპზე კი ონლაინ-კაზინოები მთლიანად აიკრძალოს.

„ერთი მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ-კაზინოების მეშვეობით. ახალგაზრდები ყოველთვის თამაშობენ და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1.5 მლრდ ლარს“, – თქვა პრემიერმა.

„ამაზე ვესაუბრე ეკონომიკურ გუნდს და პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ-კაზინოებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ასეთი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური და ეს თანხა მიედინება უცხოეთში“.

„ამიტომ, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები“, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი