მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გვიან ღამით განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის სამართლებრივად დაფიქსირება და კმაყოფილი ვართ იმ პროცედურით, რაც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების“, – განუცხადა გვარამიამ ჟურნალისტებს.
მისი ცნობითვე, სააკაშვილთან ვიზიტებთან დაკავშირებით „გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი“.
მისი თქმით, ეს დეტალები შაბათს, დღის ბოლომდე ეცოდინებათ სახელმწიფო უწყებებისგან.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1-ლი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამის საათებში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.