ახალი ამბები

„როგორც კი სააკაშვილს გორში გადაიყვანენ, საპარლამენტო ბოიკოტს შევწყვეტთ“ – ჯაფარიძე

19 ნოემბერი, 2021 • 1245
„როგორც კი სააკაშვილს გორში გადაიყვანენ, საპარლამენტო ბოიკოტს შევწყვეტთ“ – ჯაფარიძე

ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ.

“როგორც კი მოხდება სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, “ლელო საქართველოსთვის” ვწყვეტთ პოლიტიკურ ბოიკოტს. რა თქმა უნდა, ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ.

რა თქმა უნდა, კრიზისის მიზეზი ბევრია ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ქვეყანას აწუხებს და ასევე მოითხოვს გადაჭრას. ჩვენ ამისთვის გავგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 50-ე დღეა შიმშილობს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ჯერჯერობით უცნობია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ინციიატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა, ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი