ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ ჩინეთია — საქსტატი

19 ნოემბერი, 2021 • 1993
საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ ჩინეთია — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი (520.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (481.8 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (443.4 მლნ აშშ დოლარი).

სამივე ქვეყნის შემთხვევაში, 2020 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, წელს ექსპორტიდან მიღებული თანხები გაზრდილია.

ჩინეთის შემთხვევაში ექსპორტიდან მიღებული თანხების ზრდამ 24% შეადგინა, რუსეთში — 37.2%, ხოლო აზერბაიჯანში — 21.6%.

საქსტატის თანახმად, 2021 წელს ჩინეთის წილი მთლიან ექსპორტში 15.3% იყო, რუსეთის — 14.2%, ხოლო აზერბაიჯანის — 13.1%.

რა გაგვაქვს ჩინეთში

ჩინეთში საქართველოდან ძირითადად სპილენძის მადნები და კონცენტრატები გადის. 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ჩინეთში 426.3 მილიონი აშშ დოლარის ნედლეულის ექსპორტი განხორციელდა.

სპილენძის მადნები და კონცენტრატები საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილს იკავებს. საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან 665.6 მილიონი აშშ დოლარის ნედლეული გავიდა.

ქვეყანაში იმპორტირებულ ნედლეულში სპილენძის მადნები და კონცენტრატები 564.8 მილიონი ლარით მესამე ადგილზეა. ამ პროდუქტს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აღემატება.

გარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატებისა, ჩინეთში საქართველოდან გადის ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ხელსაწყოები და მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი მოწყობილობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, დაუმუშავებელი ალუმინი და სხვა პროდუქცია.


2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს მსოფლიოს 87 ქვეყანასთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ხოლო 55 ქვეყანასთან — დადებითი.

ამ პერიოდში ქვეყნის უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 4 მილიარდ 567.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი