ახალი ამბები

საქართველოში 2 ათასი დოზა “ტოცილიზუმაბი” და მონოკლონური ანტისხეულები შემოიტანეს

19 ნოემბერი, 2021 •
საქართველოში 2 ათასი დოზა “ტოცილიზუმაბი” და მონოკლონური ანტისხეულები შემოიტანეს

საქართველოში შემოიტანეს კორონავირუსის სამკურნალო Hetero Biopharma Limited-ის წარმოებული 2 000 დოზა “ტოცილიზუმაბი” და Roche-ს მონოკლონური ანტისხეულები, 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი).

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიო ბანკის Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინასების ფარგლებში. 2000 დოზა ტოცილიზუმაბი და 500 დოზა რონაპრივი სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.

Hetero Biopharma Limited ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც “ტოცილიზუმაბის” გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო. ტოცილიზუმაბი გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

Roche-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო. Roche-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი