ახალი ამბები

კობახიძე, მდინარაძე და პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას შეხვდნენ

17 ნოემბერი, 2021 • 1307
კობახიძე, მდინარაძე და პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა. კობახიძესთან ერთად ხოშტარიას მოსანახულებლად იმყოფებოდნენ მამუკა მდინარაძე და შალვა პაპუაშვილიც.

როგორც შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, ხოშტარიასთან „მეგობრული საუბარი“ ჰქონდა და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარიანტი განიხილეს. თუმცა დეპუტატი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ „ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ხელშია“.

მისი თქმით, თუკი სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილების მოწოდებას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს, მაშინ ელენე ხოშტარიაც დაასრულებს შიმშილობას.

„შეხვედრა გვქონდა ელენე ხოშტარიასთან, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია და მოსაზრებები იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ამ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნა მის მიმართ არის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ჩვენ გვქონდა მეგობრული საუბარი, ეს შემიძლია გაგიზიაროთ. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტზე გვქონდა საუბარი, მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ეს იყო ჩვენი საუბრის შინაარსი – ინფორმაციის გაზიარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მე-15 დღეა პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი