ახალი ამბები

თბილისში მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება — სია

17 ნოემბერი, 2021 • 1819
თბილისში მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება — სია

20 ნოემბრიდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ემატება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 17 ნოემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მარშრუტები ემატება იმ უბნებს, ქუჩებსა და რაიონებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

„ყველა მარშრუტზე იმოძრავებს ახალი, ლურჯი ფერის მიკროავტობუსები. წლის ბოლომდე მიკროავტობუსების პრობლემა იქნება მოხსნილი. არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს ქალაქში. გარდა ამისა, ჩვენ შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა, ასევე, ამოქმედდება ინტეგრირებული ტარიფი, რომელიც მიკროავტობუსებზეც გავრცელდება“, — განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი მარშრუტების სია:

  • N421 მარშრუტი მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ურეკის ქუჩის გავლით, ზღვისუბნის XI-III-IV მიკრორაიონებს მოემსახურება.
  • N441 მარშრუტი გადაადგილდება სოფელი დიღმის ცენტრიდან ამავე სოფელში, რუსთაველის, ყაზბეგისა და ფიროსმანის ქუჩების მიმართულებით.
  • N443 მარშრუტი სოფელი დიღმის ცენტრიდან მოემსახურება სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანს.
  • N446 მარშრუტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით გადაადგილდება მაისურაძისა და ინგუშეთის ქუჩების მიმართულებით.
  • N454 მარშრუტი მოემსახურება ვარკეთილის III ა მიკრორაიონს მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და ჩაანაცვლებს მარშრუტს – N54.
  • N494 მარშრუტი მოემსახურება მუხიანის აგარაკებში ვარდისუბნის ქუჩას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“, ამავდროულად ჩაანაცვლებს მარშრუტს – N104.

მასალების გადაბეჭდვის წესი