“ქართული ოცნების” დეპუტატებმა, დავით სერგეენკომ, მიხეილ სარჯველაძემ და დიმიტრი ხუნდაძემ, მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულეს.
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა, მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება.
“რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა. ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პოლიტიკურ ასპექტებს არ შევხებივართ, რომ არ გადაგვეტვირთა ქალბატონი ელენე, დამატებითი საფიქრალი არ მიგვეცა კიდევ მისთვის. ამ ვითარებაში ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, საყურადღებოა ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ელენე ხოშტარია მე-14 დღეა პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ხოშტარიასთან ასევე იმყოფებიან ექიმები, რათა გადასხმა გაუეკეთონ.