StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 834 ტესტით, კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 9,85% შეადგინა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 83 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით, ჯამში, 11 140 ადამიანი დაიღუპა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისი – 1 857 შემთხვევა;
აჭარა – 210;
იმერეთი – 1 008;
ქვემო ქართლი – 308;
შიდა ქართლი – 435;
გურია – 148;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 443;
კახეთი – 384;
მცხეთა-მთიანეთი – 168;
სამცხე-ჯავახეთი – 168;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 52 765, საიდანაც 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 626, აჭარაში – 564, იმერეთში – 1 395.
ამ ეტაპზე მძიმეა 1 677 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 127, იმერეთში – 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 37, იმერეთში – 31.