სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს არ დაუდასტურდა კორონავირუსი.
სააკაშვილს დღეს პისიარ ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მე-18 დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როდესაც ის დაწესებულებაში იმყოფებოდა, ყოველთვის გადიოდა გეგმურ ტესტირებას და არცერთი დადებითი პასუხი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მან დატოვა დაწესებულება და გავიდა სხვა კლინიკაში თავისი სამედიცინო მანიპულაციისთვის, უკან დაბრუნებისას საკონტროლო ტესტირება ჩაიტარა, დაუდასტურდა და არც შესულა დაწესებულებაში“, – უთხრეს მანამდე ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში.
ვრცლად:
#18 დაწესებულების დირექტორს კოვიდი დაუდასტურდა, სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს