ახალი ამბები

თანაბრად განიხილება პროექტის გაგრძელება და გასვლა – თურნავა ENKA-ზე

15 ნოემბერი, 2021 •
თანაბრად განიხილება პროექტის გაგრძელება და გასვლა – თურნავა ENKA-ზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ გრძელდება მოლაპარაკებები ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია „ენკასთან“ და აცხადებს:

„თანაბრად განიხილება ახლა, ამ ეტაპზე, როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით“.

თურნავას თქმით, „ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება“ და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობასა და „ენკას“ შორის ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება

„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ, რომ შემხვედრის სურვილიც სახეზეა, არბიტრაჟის გარეშე მოხდეს შეთანხმება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ დაასახელა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა.

18 ოქტომბერსვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ ერთმანეთთან კომუნიკაციის მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნეს.

„რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არც ჩვენთვის არის სასურველი და, იმედი მაქვს, არც კომპანია ენკასთვის, რომლის მთავარი პროფილიც არის მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა“, – განაცხადა თურნავამ.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე.პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

ამჟამად ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები, თუ კონკრეტულად რის გამო დავობს „ენკა“ და რა პოზიცია ექნება მის კონკრეტულ პრეტენზიებზე სახელმწიფოს. შესაბამისად, როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

თუმცა კონტრაქტის შინაარსი და ინვესტორის გავრცელებული მოკლე ცნობა რამდენიმე სცენარის წარმოდგენის შესაძლებლობას იძლევა:

მასალების გადაბეჭდვის წესი