ახალი ამბები

ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია, ვიწყებ მხოლოდ მედიკამენტოზურ გადასხმას – ხოშტარია

15 ნოემბერი, 2021 •
ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია, ვიწყებ მხოლოდ მედიკამენტოზურ გადასხმას – ხოშტარია

მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მე-13 დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ ეტაპზე მხოლოდ მედიკამენტოზურ გადასხმებს დათანხმდა.

„გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემს ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა.

მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ. აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს“, – წერს ხოშტარია.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, თავს კარგად გრძნობს და – „წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე“.


ელენე ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში მე-13 დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი