ახალი ამბები

გია ბარამიძემ შიმშილობა დაიწყო

14 ნოემბერი, 2021 • 1656
გია ბარამიძემ შიმშილობა დაიწყო

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე შიმშილობას იწყებს. მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.

“ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს. უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას. რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ”, – აცხადებს ბარამიძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის 9 დეპუტატი ოპოზიციიდან შიმშილობას იწყებს. მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. მათ განცხადება პარლამენტში ცოტა ხნის წინ გააკეთეს. ამავე მოთხოვნით მე-12 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარიაც.

9 დპუტატი პარლამენტში შიმშილობას იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი