ახალი ამბები

გიული ალასანია თქმით, ის ილია მეორეს შეხვდა

13 ნოემბერი, 2021 • 1426
გიული ალასანია თქმით, ის ილია მეორეს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხებოდა. ამის შესახებ ალასანია ტელეკომპანია “ფორმულას” ესაუბრა.

“მე ვიცი, რომ მისთვის არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა და ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. იყო პატრიარქი, სამღვდელოებთან ერთად, რომლებიც ზრუნავენ მასზე, ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა… ძალიან მოკლედ ვისუაბრეთ, მე ჯანმრთელობა ვუსურვე მას და წამოვედი”, – განაცხადა გიული ალასანიამ “ფორმულასთან”.

ალასანიას განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი თავად იყო.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს. სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ამბოლატორიის გადაკეთებულ ოთახშია – ხერხეულიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი