ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 78 ადამიანი გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 2285.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 10 894 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 018 ტესტი, მათ შორის, 32 330 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 688- PCR ტესტით. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 8,15% შეადგინა, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10,01%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9,77%.
გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 753
- აჭარა – 151
- იმერეთი – 810
- ქვემო ქართლი – 330
- შიდა ქართლი – 355
- გურია – 104
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 413
- კახეთი – 318
- მცხეთა-მთიანეთი – 146
- სამცხე-ჯავახეთი – 138
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 366, მათ შორის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 755 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 1 295 პირი.