ახალი ამბები

სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციები იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან იმართება

12 ნოემბერი, 2021 •
სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციები იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან იმართება

მეტროსადგურ “300 არაგველიდან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურ “300 არაგველთან” დღეს, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ  სააკაშვილის, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მის გათავისუფლებას. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სწორედ იუსტიციის სამინისტროა მთავარი უწყება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი.

პარალელურად, აქცია იმართება დიდუბეში, სადაც აქციის მონაწილეები მეტრო „დიდუბესთან“ შეიკრიბნენ და ჯანდაცვის სამინისტროს წინ გადაინაცვლეს.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/11/Untitled-design-9-1.jpg
მსველობა მეტროსადგურ “300 არაგველიდან“, ფოტო: ნეტგაზეთი, მიხეილ გვაძაბია

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/11/Untitled-design-11-1.jpg
აქცია დიდუბეში, ფოტო: ნეტგაზეთი, ნინო ჩიჩუა

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/11/Untitled-design-10-1.jpg
აქცია დიდუბეში, ფოტო: ნეტგაზეთი, ნინო ჩიჩუა

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს.

სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი