ახალი ამბები

კორონავირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა

12 ნოემბერი, 2021 •
კორონავირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა

100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების ბოლო დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

New York Times-ის მონაცემებით, რომელიც Our World In Data-ს სტატისტიკას ეყრდნობა, ბოლო ორ კვირაში დღიური შემთხვევების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა და 100 000 მოსახლეზე 128 შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის 4 744 შემთხვევა ფიქსირდება.

100 000 მოსახლეზე ვიურისის გავრცელებით პირველ ადგილზეა კაიმანის კუნძულები, მას მოსდევს სლოვენია და ხორვატია.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო მე-3 ადგილზეა. ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 1.92-ია. ქვეყანაში დღიურად, საშუალოდ, კორონავირუსით 71.6 ადამიანი იღუპება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 77 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 508 ადამიანი, ჩატარდა 50 782 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.75%-ია, ბოლო 14 დღის – 10.02%, ხოლო ბოლო 7 დღის – 10.06%.

მასალების გადაბეჭდვის წესი