ახალი ამბები

კადრებში ხედავთ, როგორ ძალადობს სააკაშვილი – ღუდუშაური

11 ნოემბერი, 2021 • 1688
კადრებში ხედავთ, როგორ ძალადობს სააკაშვილი – ღუდუშაური

„ქართული ოცნების“ წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი „უაპელაციოდ ძალადობს“ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებზე.

საუბარია დღეს, 11 ნოემბერს, გავრცელებულ კადრებზე, რომელიც ასახავს ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

„თქვენ ხედავთ კადრებში, როგორ პირდაპირ, უაპელაციოდ ძალადობს და ხელს ურტყამს მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების თანამაშრომელს. მაშინ, როცა ეს ადამიანები ზრუნავენ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღეს, მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრების შემდეგ, პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. ვიდეოში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი