ახალი ამბები

გარდაიცვალა 77 ადამიანი, გამოვლინდა კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა – 11 ნოემბერი

11 ნოემბერი, 2021 •
გარდაიცვალა 77 ადამიანი, გამოვლინდა კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა – 11 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 77 ადამიანი.

ამავე პერიოდში 4 744 პირი გამოჯნამრთელდა, ჩატარდა 49 334 ტესტირება.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.19%.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში პირველი ან მეორე დოზით აიცრა 6 356 ადამიანი. სულ მცირე, ერთი დოზით აცრილია 2 025 471 ადამიანი.

ახალი 4 563 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1832
  • აჭარა – 133
  • იმერეთი – 711
  • ქვემო ქართლი – 362
  • შიდა ქართლი – 423
  • გურია – 84
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 311
  • კახეთი – 448
  • მცხეთა – მთიანეთი – 118
  • სამცხე – ჯავახეთი – 104
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37

 

საქართველოში კორონავირუსის 771 381 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 705 312 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 10 739 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი