ახალი ამბები

თუ პირობას დაარღვევენ, მე მივალ და (აქციას) დავშლი – ვაშაძე ენმ-ის განცხადებაზე

10 ნოემბერი, 2021 • 4094
თუ პირობას დაარღვევენ, მე მივალ და (აქციას) დავშლი – ვაშაძე ენმ-ის განცხადებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ სამოქალაქო საავადმყოფოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, საპროტესტო აქციას ჩაატარებენ, ამ აქციას დაშლის.

მან ეს განცხადება PalitraNews-ის ეთერში გააკეთა.

„(თუ პირობას) დაარღვევენ, მე მივალ და დავშლი, ვეტყვი აქციაზე მონაწილეებს, რომ წაეთრიეთ აქედან-თქო.

არ ვიცი, თუ საჭირო გახდა, თუ კაცი კვდება, ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მზად ვარ, არ გამიჭირდება, მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს პირობას, მეც ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა.

ხომ არ უნდა დავკარგოთ ყველაფერი?! ბედნიერებას არ მოუტანს ამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება, უბედურებას მოუტანს, ღმერთმა დაიფაროს – ეს უნდა გავიაზროთ ყველამ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის ხელმძღვანელობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ იმ სამოქალაქო კლინიკასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, საპროტესტო აქციებს არ გამართავენ.

ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი