ახალი ამბები

გენისპექციამ მტკიცებულების ამოსაღებად სააკაშვილს მოტყუებით მოაწერინა ხელი – გვარამია

9 ნოემბერი, 2021 • 1255
გენისპექციამ მტკიცებულების ამოსაღებად სააკაშვილს მოტყუებით მოაწერინა ხელი – გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გენისპექციის წარმომადგენლებმა სააკაშვილს ხელი მოტყუებით მოაწერინეს მტკიცებულებების ამოღებაზე და ამ გზით მისი ტანსაცმელის ამოღება სცადეს.

ამის შესახებ გვარამიამ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულების შემდეგ განაცხადა.

გვარამიას თქმით, სააკაშვილს ეგონა, რომ მისი ტანსაცმელი სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლებს მიჰქონდათ და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მასთან გენისპექციის წარმომადგენლები იყვნენ, მათ თავისი ტანსაცმელი წაართვა.

„იუსტიციის სამინიტროს გენისპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი უკვე საოცრებებს სჩადის. დღეს გენისპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა მტკიცებულებას.  იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები შემოდიოდნენ [სააკაშვილის] ტანსაცმლის ამოსაღებად, იმისთვის, რომ შემოწმდეს კვალი ამ ტანსაცმელზე.  იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ დაასწრო და დაიწყო ამოღების პროცესი.

შეიყვანეს შეცდომაში სააკაშვილი, რომელსაც ეძინა და გააღვიძეს. ვიდეო თვითონ გვაჩვენეს და გამოაქვეყნონ ეს ვიდეო და ნახავთ, რამდენად ადეკვატურია იქ სააკაშვილი. იმას ვგულისხმობ, რომ ნამძინარევია და დასუსტებული. სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ეს ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი. ახლა გავაფრთხილეთ, რომ არავის არ მოუწეროს ხელი ჩვენს გარეშე. მოუწერა ხელი, გადააბარა ეს ტანსაცმელი და როგორც კი ტელევიზორში ნახა, რომ გარეთ ვდგავართ ჩვენ და ინპექტორის წარმომადგენლები, იკითხა, აბა, თქვენ ვინ ხართო? – იმათმა უთხრეს, ჩვენ იუსტიციის სამინიტროს გენისპექცია ვართო. [სააკაშვილმა] მთელი ეს ტანსაცმელი გამოართვა და აღარ შედგა ეს საპროცესო მოქმედება“, – განაცხადა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი