ახალი ამბები

როგორ ექცევი პატიმარს – ამით იზომება ხელისუფლების სახე, ესაა ყველაზე სწრაფი ტესტი – ბესელია

9 ნოემბერი, 2021 • 1298
როგორ ექცევი პატიმარს – ამით იზომება ხელისუფლების სახე, ესაა ყველაზე სწრაფი ტესტი – ბესელია

პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ პატიმრის მიმართ ქცევით ხელისუფლების სახე იზომება. ამის შესახებ ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„როგორ ექცევი პატიმარს – ამით იზომება ხელისუფლების სახე და ესაა ყველაზე სწრაფი ტესტი!“ – წერს ბესელია.

ამ ფორმით ბესელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი