ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 75 ადამიანი გარდაიცვალა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 52 033 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 545 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 13 488 – PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8 ნოემბრის მდგომარეობით არის 11.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 9.78% ხოლო 7 დღის მანძილზე — 10.46%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 792 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 696 921-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი — 2 253 შემთხვევა;
- აჭარა – 203,
- იმერეთი – 1 160,
- ქვემო ქართლი – 357,
- შიდა ქართლი – 511,
- გურია – 133,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 442,
- კახეთი – 539,
- მცხეთა-მთიანეთი – 197,
- სამცხე-ჯავახეთი – 137,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.