ახალი ამბები

“ამჟამად ყველაფერი ნორმის ფარგლებშია” – ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა

8 ნოემბერი, 2021 • 1226
“ამჟამად ყველაფერი ნორმის ფარგლებშია” – ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა

“დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც მეექვსე დღეა შიმშილობს, გონება დაკარგა.

როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა განაცხადა, სასურველია, რომ ხოშტარია კლინიკაში გადავიდეს.

თუმცა ელენე ხოშტარია ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებს.

“ეტყობა, ეპიზოდი ჰქონდა წნევის ვარდნის, მაგრმა ჩვენ რომ გავსინჯეთ, 120/70-ზე ჰქონდა, გლუკომეტრით გავზომეთ. სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც უარი განაცხადა. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით… სასურველია გადავიდეს სტაციონარში”,- განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი