რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსის დიაგნოზით ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს. ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“.
რეჟისორი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
საავადმყოფოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მისი მდგომარეობა არ შეცვლილა, თუმცა საყურადღებო პაციენტად მიიჩნევა, რადგან ვირუსის გამო დაზიანებული აქვს ფილტვები. საავადმყოფოში ის მეუღლესთან ერთად მოხვდა.
ერმალო მაღრაძეს 79 წლის ქართველი რეჟისორია, რომელმაც გადაიღო ისეთი ფილმები, როგორიცაა „მგლის ფსიქოლოგია“, „გზააბნეულნი“, „აპოკალიფსი არ იქნება“, „შვეციის პრინცი იმერეთიდან“. ამ ფილმებმა განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო წლებში მოიპოვეს.