ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში „უხეში ჩარევაა“

8 ნოემბერი, 2021 • 1712
ღარიბაშვილის თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში „უხეში ჩარევაა“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ამბობს, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას, მათ შორის, არც რისკჯგუფებისთვის.

„მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, ვალდებული ვარ თითოეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინო. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრობა სავალდებულო ვაქცინაციას, უფრო მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია დაწესებული“, — ამბობს ის.

ჟურნალისტების დამატებით კითხვებზე, იქნება თუ არა ვაქცინაცია თუნდაც რისკჯგუფებისთვის სავალდებულო, ის ამბობს, რომ ამ ჯგუფებისთვის მთავრობა წახალისების მექანიზმს იყენებს:

„შემთხვევითი არ არის, რომ 60 წელს გადაცილებული პირებისთვის შემოგვაქვს 200-ლარიანი დანამატი“.

„სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება“, — მიიჩნევს ღარიბაშვილი.

1 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით “მწვანე პასპორტები” ამოქმედდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი