ახალი ამბები

პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია – ელენე ხოშტარია

7 ნოემბერი, 2021 • 1235
პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია – ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მეხუთე დღეა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შიმშილობს, აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა და თავად არ მოუთხოვია.

ხოშტარიას თქმით, ცოტა სისუსტე აქვს და  დრამატული არაფერი არ ხდება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს. გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებში.
დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ. ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში“, – დაწერა ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.

პარლამენტში, სადაც მეხუთე დღეა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობს, დღეს, 7 ნოემბერს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხოშტარიას გადასხმა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. როგორც ხოშტარია, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ  შიმშილობის განმავლობაში მხოლოდ წყალს და  უშაქრო ყავას იღებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი