ახალი ამბები

აქციაზე სასწრაფოს განთავსების შესახებ ორგანიზატორებს არ მიუმართავთ — გადაუდებელი დახმარების ცენტრი

6 ნოემბერი, 2021 • 3915
აქციაზე სასწრაფოს განთავსების შესახებ ორგანიზატორებს არ მიუმართავთ — გადაუდებელი დახმარების ცენტრი

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი რუსთავის ციხესთან გამართული აქციის მონაწილის გარადცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ.

“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა. პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, აქციის მიმდინარეობისას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განახორციელა, ხოლო 7 მოქალაქეს ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება”, — ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის მიმდინარე აქციაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ეკიპაჟი იმყოფება.

რუსთავის ციხესთან, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე მამაკაცი ცუდად გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

კაცი, რომელიც აქციის დაწყებამდე ცუდად გახდა, კლინიკაში გარდაიცვალა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი