რუსთავის ციხესთან, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე მამაკაცი ცუდად გახდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.