ახალი ამბები

რუსთავის ციხესთან კარვები გაშალეს

6 ნოემბერი, 2021 •
რუსთავის ციხესთან კარვები გაშალეს

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, აქტივისტებმა კარვები გაშალეს.

როგორც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, აქციის მონაწილეებს, ვისაც სურვილი ექნებათ, ღამეს კარვებში გაათევენ.

რუსთავის ციხესთან კარვები გაშალეს. 6 ოქტომბერი, 2021 წ. ფოტო: მიხეილ გვაძაბია

რუსთავის ციხესთან კარვები გაშალეს. 6 ოქტომბერი, 2021 წ. ფოტო: მიხეილ გვაძაბია

ენმ ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

24-საათიან ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი