“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, შიმშილობის წახალისება, რასაც ხელისუფლება მუდმივი შავი პროპაგანდით აკეთებს, არის მკვლელობის თანამონაწილეობა.

“ასე მოექცე გამოკეტილ პატიმარს ყველაზე დიდი მორალური გადაგვარებაა”, — წერს ხატია ხეკანოიძე.

ასე ეხმაურება ის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ნებისმიერი სპეკულაციის გამოსარიცხად დღეს დილიდან უარს ამბობს არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე).

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

საკვებს არ ვიღებ, ​დღეს დილიდან უარი ვთქვი გლუკოზის აბებზეც — სააკაშვილი