ვინაიდან ბათუმში ძირითადად მე მასამართლებენ, ვითხოვ ჩემს ჩაყვანას, რათა ბოლომდე ვამხილო, ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში”, – ამის შესახებ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

“თუ არ ჩამიყვანთ, მაგრად გეშინიათ ჩემი სიმართლის და აღიარებთ თქვენს სულ გაფარჩაკებას”, – წერს ექსპრეზიდენტი.

მომდევნო კვირაში ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე იმსჯელებს. პროცესში მონაწილეობის სურვილი ენმ-ს კიდევ ერთმა პატიმარმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმაც გამოთქვა.