ახალი ამბები

კორონავირუსის 5240 ახალი შემთხვევა და 68 გარდაცვლილი – 6 ნოემბერი

6 ნოემბერი, 2021 •
კორონავირუსის 5240 ახალი შემთხვევა და 68 გარდაცვლილი – 6 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5240 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 68 ადამიანი.

24 საათში ჩატარდა 53544 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 490 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 20 054 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, კვირის განმავლობაში კი —  10.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 235 პირი.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 1 872
  • აჭარა — 178
  • იმერეთი — 1 045
  • ქვემო ქართლი — 396
  • შიდა ქართლი — 429
  • გურია — 105
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი — 384
  • კახეთი — 488
  • მცხეთა-მთიანეთი — 144
  • სამცხე-ჯავახეთი — 142
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 57.

მასალების გადაბეჭდვის წესი