ახალი ამბები

პაპილომავირუსის ვაქცინაცია კიბოს რისკს 90%-ით ამცირებს — კვლევა

5 ნოემბერი, 2021 • 1687
პაპილომავირუსის ვაქცინაცია კიბოს რისკს 90%-ით ამცირებს — კვლევა

პაპილომავირუსის ვაქცინის შესახებ პირველი ემპირიული კვლევა ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს 90 პროცენტით ამცირებს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევითი ორგანიზაცია Cancer Research UK-ის თანახმად, ეს მიგნება „ისტორიულია“ და აჩვენებს ვაქცინის ეფექტურობას.

საშვილოსნოს ყელის თითქმის ყველა კიბო გამოწვეულია ვირუსით და აღმოჩენამ გააჩინა იმედი, რომ ვაქცინაციას შეუძლია დაავადების თითქმის სრულიად დამარცხება.

საშვილოსნოს ყელის კიბო არის მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბო ქალებს შორის. ამ დაავადებით მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ქალი იღუპება.

ამჟამად პაპილომავირუსის ვაქცინას 100-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ. საქართველოში ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-12 წლის გოგოებს შეუძლიათ, თუმცა, ღირებულების გადახდის შემთხვევაში, მისი მიღება სხვა ასაკობრივ ჯგუფებსაც შეუძლია, მათ შორის, კაცებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი