ახალი ამბები

სააკაშვილი შესამჩნევად ცუდად არის, აქვს მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები – გვარამია

4 ნოემბერი, 2021 • 3078
სააკაშვილი შესამჩნევად ცუდად არის, აქვს მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები – გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ საააკაშვილს აქვს მეხსიერების ჩავრდენები და ადამიანების სახელები აღარ ახსოვს.

ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 4 ნოემბერს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის. ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. ეს არ ვიცი, რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან“, – განაცხადა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. სააკაშვილის უფლებამდაცველები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი