ახალი ამბები

ქუთაისში ოპოზიციის აქცია იმართება

4 ნოემბერი, 2021 • 3323
ქუთაისში ოპოზიციის აქცია იმართება

ქუთაისში ოპოზიციის აქცია იმართება. აქციაზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა”, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დაიწყო. აქციები უკვე გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდში. შაბათს, 6 ნოემბერს კი, აქცია თბილისში გაიმართება.

ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გააყალბა. არჩევნების შედეგების მიხედვით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ და მხოლოდ წალენჯიხაში მოიგო ენმ-ის კანდიდატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი