ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა

4 ნოემბერი, 2021 • 842
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა

4 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ის სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია თბილისს.

საელჩოს თანახმადვე, თანაშემწის მოადგილე ოლსონი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს.

„ასევე, ის დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს“, – წერს საელჩო.

რამდენიმე კვირის წინ თბილისში სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი