გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს, რომლის მიღებაც აბის სახითაა შესაძლებელი.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეპარატ „მოლნუპირავირს“ დღეში ორჯერ იმ ავადმყოფებს დაუნიშნავენ, რომელთაც ვირუსი ახლახან გამოუვლინდათ.
კლინიკური კვლევების დროს პრეპარატმა აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკი დაახლოებით ნახევარჯერ შეამცირა.
კვლევაში ჩართული პაციენტების მხოლოდ 7.3 პროცენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მაშინ, როდესაც იმ პაციენტებში, რომელთაც პრეპარატის პლაცებო მისცეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 14.1 პროცენტი იყო.
გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის მდივნის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, „ეს არის ისტორიული დღე გაერთიანებული სამეფოსთვის, რადგან ის არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა პრეპარატი, რომლის მიღებაც ვირუსთან საბრძოლველად სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.
პრეპარატი შექმნილია ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების, „Merck, Sharp and Dohme (MSD)-სა“ და „Ridgeback Biotherapeutics-ის“ მიერ.
პრეპარატის შემქმნელების თანახმად, ის აზიანებს ვირუსის იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს ეხმარება გამრავლებაში და ასევე იწვევს ერთგვარ „შეცდომებს“ ვირუსის გენეტიკურ კოდში, რაც ორგანიზმში ვირუსის მიმდინარეობას აღარ ართულებს.
შემქმნელების მიხედვით, პრეპარატი თანაბრად ეფექტური იქნება კორონავირუსის ყველა აქამდე ცნობილი ახალი შტამისა და მომავალში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ.








