ახალი ამბები

15 მარტიდან 30 სექტემბრამდე გარდაცვლითა შორის 98.5% არავაქცინირებული იყო — გამყრელიძე

4 ნოემბერი, 2021 • 1458
15 მარტიდან 30 სექტემბრამდე გარდაცვლითა შორის 98.5% არავაქცინირებული იყო — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში  კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 98.5% აცრილი არ იყო. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან დღეს, 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე წაიკითხა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, სრულად ვაქცინირებულ პირებში, 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ვაქცინის დაცვის მაჩვენებელია 90%. ასევე, სრულად ვაქცინირებულების დაინფიცირების მაჩვენებელი 9.87%-ით ნაკლებია არავაქცინირებულ პირებთან შედარებით.

“ამ ხნის განმავლობაში, 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 პირი და აქედან იდენტიფიცირებული იქნა 11 403, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა კოვიდის შემთხვევა”, — განმარტა გამყრელიძემ.

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით:

საქართველოში სულ ჰოსპიტალიზებული იყო 53 767 ადამიანი. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 1 386 ვაქცინირებულ პირს. ვაქცინაციის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ არის 93.4%.

გამყრელიძის თქმით, 60 წლის ზემოთ ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა არის 91.7%, ხოლო 18-59 წლის ასაკში ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის არის 95%.

ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროება:

60 წლის ზემოთ სრულად ვაქცინირებულებს შორის 97.5%-ით ნაკლები ადამიანი მოხვდა ინტენსიურ განყოფილებებში, ვიდრე არავაქცინირებულებს შორის.

გამყრელიძის თქმით, 18-59 წლის ასაკში დაცვა არის 99%.

ასევე, საერთო ჯამში, ვაქცინირებულებს შორის კვლევის პერიოდში 72 პირი მოხვდა ინტენსიურ განყოფილებაში.

ლეტალობისგან დაცვა

კვლევის პერიოდში 5 469 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის არავაქცინირებული იყო 98.95%, ვაქცინირებული კი- 1.05%.

გამყრელიძის განცხადებით, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლის ზემოთ — 97.8%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, ეს მაჩვენებლები საქართველოში არსებული ოთხივე ვაქცინის კომბინირებული მაჩვენებლებია, ვაქცინების მიხედვით ჩაშლილი ინფორმაციები კი წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი