ახალი ამბებისაზოგადოება

მელია რუსთავის ციხესთან უწყვეტ აქციებს აანონსებს

2 ნოემბერი, 2021 • 1316
მელია რუსთავის ციხესთან უწყვეტ აქციებს აანონსებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატი, ნიკა მელია რუსთავის ციხესთან პერმანენტულ აქციას აანონსებს.

„ხვალ, 17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან), ხვალვე, 18 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე! ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!“, – წერს მელია ფეისბუკზე.

ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გააყალბა. არჩევნების შედეგების მიხედვით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან, მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ, მხოლოდ წალენჯიხაში მოიგო ენმ-ის კანდიდატმა.

31 ოქტომბერს ოპოზიციამ პარლამენტის წინ აქცია გამართა, რა დროსაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე აქცია დააანონსა.

აქციები სამშაბათიდან რეგიონებში და ბოლოს თბილისში — ოპოზიციის გეგმა

მასალების გადაბეჭდვის წესი