ახალი ამბები

ერთობა გრძელება, კოალიცია იდეაა და არა ტაქტიკური სვლა – ხოშტარია

31 ოქტომბერი, 2021 • 1177
ერთობა გრძელება, კოალიცია იდეაა და არა ტაქტიკური სვლა – ხოშტარია

მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ფეისბუკზე 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობა გაგრძელდება.

ხოშტარია წერს, რომ ოპოზიცია გაყალბებას ელოდა, შესაბამისად, არჩევნებში ეს შედეგი მას წაგებად არ მიაჩნია. ის ასევე წერს:  „რეჟიმი დასუსტდა? ჩემი აზრით, კი“.

„ერთობა გრძელდება? რა თქმა უნდა კი, იმიტომ, რომ ერთობაც და კოალიციაც იდეაა და არა ტაქტიკური სვლა მოკლედ ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ და ამ სიძლიერეს ხალხის მხარდაჭერა განსაზღვრავს და არა წულუკიანის ან ვინმეს სიტყვები. ამიტომ, საერთოდ ვერ ვივლებ თავში ხელების ჩამოყრას, პირიქით წინ და შემართებით. ამასთანავე, ცხადია ამ ბრძოლის ტაქტიკაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, ნაკლები შეცდომა დავუშვათ და კრიტიკაც უნდა მივიღოთ,“ — წერს ხოშტარია.


ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველგან, გარდა წალენჯიხისა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.

ოპოზიცია არ აღიარებს ამ არჩევნებს და ამბობს, რომ ის „ფაქტობრივად გაუქმებულია“. დღეს, 31 ოქტომბერს პარლამენტთან ოპოზიციამ უნდა წარადგინოს საარჩევნო გეგმა.

ოპოზიციამ დღეს, 19 საათზე, რუსთაველზე აქცია დააანონსა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი