ახალი ამბები

წალენჯიხაში “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა — “ცესკოს” წინასწარი შედეგები

31 ოქტომბერი, 2021 • 1538
წალენჯიხაში “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა — “ცესკოს” წინასწარი შედეგები

“ცესკოს” წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში არჩევნები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ მოიგო. ამ დროისთვის ეს ერთადერთი ქალაქია, რომლის მერობის არჩევნებშიც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” თანახმად, დათვლილია უბნების 100%. ამ შედეგებით, ხარჩილავას ხმათა 51.107% აქვს, მის კონკურენტს “ქართული ოცნებიდან”, გოჩა გულორდავას კი — 48.893%.

წალენჯიხის გარდა ყველგან, მათ შორის, დიდ ქალაქებში “ქართული ოცნების” კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია ამ მონაცემებს არ აღიარებს და ამბობს, რომ თავის ხმებს დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი