ახალი ამბები

23 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 219 საჩივარია შესული – ცესკო

30 ოქტომბერი, 2021 • 1406
23 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 219 საჩივარია შესული – ცესკო

23:00 საათის მონაცემებით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში 219 საჩივარია შესული. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით,  აქედან 133 საჩივარი საარჩევნო სუბიექტების წარმომადვენლების მიერაა წარდენილი, 86 დამკვირვერვებლების მიერ. როგორც ცესკოში ამბობენ, საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩეის.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722 იყო, აქედან თბილისში – 1 002 525, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იღებდა.

ცესკოს ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო.

მათი ცნობით, მეორე ტურში 20:00 საათამდე უბნებზე 1025406 ამომრჩეველი გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი