ახალი ამბები

მელია სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

30 ოქტომბერი, 2021 • 1488
მელია სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თბილისის მერობის კანდიდატი ენმ-დან ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მელიას თქმით, კოალიციურმა ერთობამ დამატებით ათი ათასობით თბილისელი დაარწმუნა არჩევნებში მონაწილეობაში და ოპოზიცია მეორე ტურში იმარჯვებს.

“რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ახლა გვიყურებს და მინდა, აქედან მივესალმო მას დიდი პატივისცემით და ჯანმრთელობა ვუსურვო. ხვალ, როდესაც შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდებიან ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად… მე მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ, რომ იგი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი და არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30-ე დღეა, შიმშილობს.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა საქართველოში. 20.00 საათზე კანონის თანახმად საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა შეწყდა. ამჟამად უბნებში ხმებს ითვლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი