ახალი ამბები

ქუთაისის საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

30 ოქტომბერი, 2021 • 873
ქუთაისის საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

ქუთაისის 43-საარჩევნო უბანზე ხმაურია – დამკვირვებელი ამბობს, რომ უბანზე ფანჯარა ჩაამტვრიეს, კომისიის თავმჯდომარის თქმით კი,  ფანჯარა ძველი ჩატეხილია.

დამკვირვებლის, დემურ ქურციკიძის თქმით, მინას ქვები მოხვდა და ჩაიმსხვრა: “ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა, ქვები მოხვდა მინას, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. ჩაიმსხვრა შუშა. ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ და პერიმეტრის დაცვა ვთხოვეთ”, – აღნიშნავს ის.

“აქ ვისხედით და გაისმა ტკაცანი, რასაც ფანჯარაზე კენჭის მოხვედრა გამოიწვევდა. ჩვენ ეგრევე გავიხედეთ გარეთ და მოძრაობა არ შეინიშნებოდა. არანაირი ჩამსხვრევა, დამსხვრევა არ ყოფილა. ეს ფანჯარა ადრინდელი გატეხილია”, – ამბობს ირაკლი კინწურაშვილი, საარჩევნო უბნის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი