ახალი ამბები

ბასილაშვილი კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს

29 ოქტომბერი, 2021 • 13606
ბასილაშვილი კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის წინ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

ბასილაშვილის მხარდამჭერი ვიდეო “ქართული ოცნების” Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„მე მინდა, მხარი დავუჭირო ძალიან პროფესიონალ, შრომისმოყვარე ადამიანს, ძალიან კარგ პიროვნებას და ძალიან ღირსეულ სპორტსმენს. წარმატებები, კახი!” — აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.


ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.ჯერჯერობით, სასამართლო განხილვები არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.