ახალი ამბები

კორონავირუსის 3965 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი – 29 ოქტომბერი

29 ოქტომბერი, 2021 •
კორონავირუსის 3965 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი – 29 ოქტომბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3965 ახალი დადასტურებილი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პირი და გამოჯანმრთელდა 4327 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 513 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 303 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 210 -PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.87%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 416,
  • აჭარა – 161,
  • იმერეთი – 753,
  • ქვემო ქართლი – 325,
  • შიდა ქართლი – 290,
  • გურია – 115,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 271,
  • კახეთი – 427,
  • მცხეთა-მთიანეთი – 78,
  • სამცხე-ჯავახეთი – 95,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 763, საიდანაც 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 581 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  711 255-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 9 961 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 652 505-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი