ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსი აცხადებს, რომ ენგურის ხიდის ჩაკეტვა კვლავ არჩევნებს უკავშირდება

28 ოქტომბერი, 2021 • 1517
სუსი აცხადებს, რომ ენგურის ხიდის ჩაკეტვა კვლავ არჩევნებს უკავშირდება

საქართველოში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, ენგურის ხიდი 28-30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაიკეტა. შესაბამისად, გალის მცხოვრებლებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კვლავ შეეზღუდათ.

ენგურის ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს უსაფრთხოების სამსაუხურმა განცხადება გაავრცელა.

“მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გალიდან მოქალაქეებს ზუგდიდში არ უშვებენ – ხმის მიცემის უფლება იზღუდება

მასალების გადაბეჭდვის წესი