ახალი ამბები

სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით – კელი დეგნანი

27 ოქტომბერი, 2021 • 936
სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით,  საპყრობილეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება.

„რასაკვირველია, ყველას გვაშფოთებს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როდესაც საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა და მოხარულები ვართ, რომ არსებობს მრავალდისციპლინური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მის მდგომარეობას, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დღეს გახდა ცნობილი, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უარს აცხადებს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, მათ შორის, რეანომობილის მომსახურებაზე.

სააკაშვილის თქმით, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს შეზღუდვა ადვოკატებთან კომუნიკაციის დროს.

„ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე.

მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება“, — ამბობს სააკაშვილი. მისი განცხადება კი ჟურნალისტებს ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ამცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი