ახალი ამბები

უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოს საზღვარზე შეაყოვნეს

27 ოქტომბერი, 2021 • 1935
უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოს საზღვარზე შეაყოვნეს

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას 40 წუთი დააყოვნეს.

დენისოვას თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში მონახულებამდე ამის შესახებ არ განუცხადებია, რადგან იმ ფონზე, რომ უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს, ეშინოდა, მისთვისაც პრობლემები არ შეექმნათ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე.

“უნდა ვთქვა, რომ გუშინ 40 წუთი გაგრძელდა ჩემი გამოკითხვა, თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში. შემაყოვნეს და მხოლოდ ჩემი ზარების და მუქარების შემდეგ შემომიშვეს. ასე რომ, როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე მარტივადაა”, — განაცხადა დენისოვამ.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერეს და უკან, უკრაინაში გააბრუნეს.

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი